“ოპოზიციის საერთო კანდიდატურა თუ გიორგი მარგველაშვილი იქნება, მხარს არ დავუჭერთ, რადგან ის არაპროდუქტიულია”
„ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე კობაიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, საპრეზიდენტო არჩევნებზე და ოპოზიციის საერთო კანდიდატზე საუბრისას განაცხადა, რომ თუ ეს იქნება გიორგი მარგველაშვილი, მათი პარტია მას მხარს არ დაუჭერს. მისივე თქმით, მარგველაშვილის მოღვაწეობა საქართველოსთვის ნულის ტოლია.
“ოპოზიციის გაერთიანება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ამას სჭირდება მონდომება და პირადი ამბიციების გადადება. მაგრამ რაც შეეხება მათ მიერ წარმოდგენილ ერთიან კანდიდატს, თუ ეს იქნება გიორგი მარგველაშვილი, მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენი პარტია მას მხარს არ დაუჭერს იმიტომ, რომ მისი მოღვაწეობა საქართველოსთვის ნულის ტოლია. ეს ადამიანი პროდუქტიული არ არის, არ არის იმ მენეჯერული თვისებებით გამორჩეული, რომელიც ჩვენს ქვეყანას რაიმე ფორმით გამოადგება. კარგი იქნება, მარგველაშვილის გარდა, სხვა კანდიდატებიც გამოჩდნენ, რაზეც ჩვენს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებთ”,-განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.