დავით ჭიჭინაძე: გია ვოლსკი დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს, რა არის კორექტული და რა – არაკორექტული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე დეპუტატ გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება და თვლის, რომ გია ვოლსკი დაბერდა და ვეღარ ხვდება, რა არის კორექტული და რა – არაკორექტული,
„ალბათ, კიპლინგის „მაუგლი“ ყველას ნანახი გაქვთ, სადაც მგელი, რომელიც ნანადირევს ვერ დაიჭერს, შემდეგ კრებას ატარებს და იძახის, აკილამ ააცილა, აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარანაირად გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა – არაკორექტული“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
დეპუტატმა გია ვოლსკიმ დღეს განაცხადა, რომ დავით ჭიჭინაძის განცხადება „კოლექტიური ზარდიაშვილების“ შესახებ არაკორექტული იყო.