მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტმა სრულიად უაპელაციოდ შეიწყალა ძალიან მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ათასობით ადამიანი

„ქვეყანაში სულ გვყავს 10 000-მდე პატიმარი და აქედან 3600 შეწყალებული ჰყავს ძალიან მოკლე დროში პრეზიდენტ მარგველაშვილს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეწყალების პროცესს სჭირდება გაჯანსაღება.
„დღეს მთელი დღეა მარგველაშვილი საუბრობს შავ პიარზე .ვერანაირად ვერ იქნებოდა ის ყველაფერი თეთრი პიარი გამომდინარე იქიდან, რომ სრულად უაპელაციოდ მან შეიწყალა ძალიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ათასობით ადამიანი და 500-ზე მეტმა მათგანმა ხელმეორედ ჩაიდინა მძიმე დანაშაული. აქედან გამომდინარე, ამ პროცესს სჭირდება გაჯანსაღება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები