გიორგი მარგველაშვილი: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა შავი პიარის საცოდავი დასასრული

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის მიმართ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა შავი პიარის საცოდავი დასასრული.
მისივე თქმით, შეწყალების საკითხზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
„ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები და დავხვეწავთ კიდეც, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად დაინახა საზოგადოებამ ამაზრზენი დასაწყისი და საცოდავი დასასრული ამ შავი პიარის კიდევ ერთი ტალღის და ალბათ, კიდევ ბევრი იქნება. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვცხოვრობთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები