“თი-ბი-სი” ბანკის ორგანიზებით ექსპერტების ფორუმი გაიმართა

“თი-ბი-სი” ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ საფინანსო სფეროს ექსპერტებს უმასპინძლეს. ფორუმის თემას წარმოადგენდა „საბანკო სექტორის მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებაში”.

“თი-ბი-სი” ბანკის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს 2012-2017 წლებში საბანკო სექტორის სესხების, დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებისა და მოგების დინამიკის შესახებ. შეხედვრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

“თი-ბი-სი” ბანკის გენერალურმა დირექტორმა შეხვედრაზე ახალი პორტალი www.BankFacts.ge დააანონსა, რომელიც უახლოს მომავალში ამოქმედდება და  ქართული საბანკო სექტორის შესახებ განახლებულ სტატისტიკურ ინფორმაციას მოიცავს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები