ბრიტანულმა მედია-მარეგულირებელმა, სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, რუსული ტელეკომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ბრიტანეთის მედია-მარეგულირებელმა, რუსული ტელეარხის, „РТ“-ის წინააღმდეგ, 8 ეპიზოდზე დაიწყო გამოძიება. მედია-მარეგულირებელი რუსულ ტელეარხს, სკრიპალის საქმის გაშუქებისას, მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს.
ბრიტანეთის მედია-მარეგულირებელმა უკვე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ გამოძიების შედეგად, შესაძლოა, ტელეარხს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობის უფლება ჩამოერთვას.
რამდენიმე კვირის წინ, რუსული სპეცსამსახურების ყოფილი მაღანჩინოსანი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამჟამად ბრიტანეთის დაზვერვაზე მომუშავე სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი რუსულმა სპეც-სამსახურებმა მოწამლეს. მომხდარს, მსოფლიო ლიდერების მხრიდან, კრიტიკა მოყვა რუსეთის მიმართ. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ევროკავშირის წევრმა და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს რუსი დიპლომატების მასობრივი გამოძევება თავიანთი ქვეყნებიდან. რუსეთი ამ დრომდე უარყოფს რაიმე სახით ჩართულობას სკრიპალის მოწამვლის საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები