მცხეთასთან ახლოს, სოფელ წიწამურთან, ავტომანქანა ამობრუნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, მცხეთასთან ახლოს, სოფელ წიწამურთან, ავტომანქანა ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში მყოფი სამი პირი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები