სენაკში ჩვილის ცხედარი იპოვეს

სენაკში, ერთ-ერთი ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლთან, ჩვილის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ნაჭრებში იყო გახვეული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ჯერ არავინ არის, მიმდინარეობს გამოძიება და დანიშნულია ექსპერტიზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები