ახალსოფლის ეკლესიის მშენებლობის ნებართვა არ არსებობდა (ფოტოკოლაჟი)
სოფელ ახალსოფელში ეკლესიის მშენებლობა შესაბამისი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა – ამის შესახებ ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილემ ანზორ ფერცელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიწის ნაკვეთი, სადაც ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა საპატრიარქოს სახელმწიფომ გადასცა.
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში გუშინ მშენებარე ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა და ოთხი ადამიანი ჩაიყოლა. უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.