„უკრაინა და საქართველო, ფასეულობები ტრადიციებში“ – გამოფენა გაიხსნება

12 აპრილს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში უკრაინელი მხატვრის ოდარკა დემა-პისნას და ფოტოხელოვან კატერინა კიპერის  გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა უკრაინა – საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის ასი წლის თავს ეძღვნება.
წარმოდგენილი იქნება ფერწერული ნამუშევრები და ფოტოები – „უკრაინა და საქართველო, ფასეულობები ტრადიციებში“.
სიონის ქ. 8 (ქარვასლა)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები