ლევან მახაშვილი: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიდი უმრავლესობისგან არის სრულფასოვანი დიალოგის აღდგენის ინტერესი
“ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიდი უმრავლესობისგან არის სრულფასოვანი დიალოგის აღდგენის ინტერესი,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილი იმედოვნებს, რომ საერთო ჯამში საღი აზრი გაიმარჯვებს წევრი ქვეყნების უმრავლესობაში.
“ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიდი უმრავლესობისგან არის სრულფასოვანი დიალოგის აღდგენის ინტერესი. რა თქმა უნდა, ამისთვის მნიშვნელოვანია შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. ამ ტიპის ვიზიტები სწორედ ამას ემსახურება, რომ მაქსიმალურად მოვუსმინოთ ერთმანეთს, შევეცადოთ პოლიტიკური დიალოგისთვის მხარდაჭერის მოპოვება. დანარჩენს შემდგომი ნაბიჯები აჩვენებს. იმედი გვაქვს, რომ საერთო ჯამში საღი აზრი გაიმარჯვებს წევრი ქვეყნების უმრავლესობაში”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.