ზესტაფონის მერმა სოფელ დილიკაურში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა დაათვალიერა

ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ სოფელ დილიკაურში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა დაათვალიერა. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 250 მსხვილფეხა პირუტყვზე გათვლილი ფერმერული მეურნეობა შპს “ვესტ საქორია” ადგილობრივმა ფერმერებმა საკუთარი სახსრებით შექმნეს და ყოველთვიურად 30 ტონა ნედლი რძის წარმოებას გეგმავენ. მესაქონლეობის ფერმაში კი ადგილობრივები დასაქმდებიან.

ზესტაფონის მერის თქმით, აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მთავარი მიზანია ფერმერული მეურნეობების გაძლიერება.

“საქართველოში ფერმერული მეურნეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფო სხვადასხვა ხელშემწყობ პროგრამებს ახორციელებს, მათ შორისაა აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია ფერმერული მეურნეობების გაძლიერება. ჩვენ ფერმის მეპატრონეებს გავაცანით ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამის შესახებ. იმედია ურთიერთთანამშრომლობით საკუთარ ფერმერულ მეურნეობას და მესაქონლეობის დარგს მეტად განავითარებენ”,- აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები