სპორტის მინისტრის განცხადებით, იცვლება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც წარმატებულ სპორტსმენებს პრემიების ოდენობა გაეზრდებათ

საქართველოს სპორტის მინისტრის, შალვა გოგოლაძის განცხადებით, იცვლება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც წარმატებულ სპორტსმენებს პრემიების ოდენობა გაეზრდებათ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია წარმატებული სპორტსმენების ფინანსური მხარდაჭერა.

„ჩვენ გვაქვს სოციალური პროექტები. ამა თუ იმ დიდ შეჯიბრზე გამარჯვებული სპორტსმენი ყოველთვიურ სტიპენდიას იღებს და ამავე დროს საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების, თუ ოლიმპიადის მოგების შემთხვევაში პრემიალურს გასცემს. თქვენ იცით, რომ ბატონი პრემიერის გადაწყვეტილებით თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონ-მილიონი ლარი გადაეცა. ჩვენ მთავრობის განკარგულებას ვცვლით, რომლითაც ერთი ორად გაეზრდება პრემიალური თითოეულ სპორტსმენს, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია სპორტსმენების, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ასახელებენ, ფინანსური მხარდაჭერა“, – განაცხადა სპორტის მინისტრმა გადაცემაში „იმედი Live”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები