თენგიზ შარმანაშვილი – ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნაზე: ჩვენი პარტიისთვის შეიძლება კარგია, როდესაც ოპონენტი ასე კომიკურად გამოიყურება, მაგრამ საქართველოს მომავლისთვისაა ცუდი, რომ არ ყალიბდება რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში

ჩვენი პარტიისთვის შეიძლება კარგია, როდესაც ოპონენტი ასე კომიკურად გამოიყურება, მაგრამ საქართველოს მომავლისთვისაა ცუდი, რომ არ ყალიბდება რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ცვლილებას.

„ძალიან კომიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი. მოიყვანეს [პარტიაში] ადამიანი, რომელზეც ვერ წარმოიდგენ, რომ შეიძლება პოლიტიკის სფეროში რაიმეს რეფორმატორი იყოს, მითუმეტეს სიახლის შემტანი. მით უმეტეს, სახე იყოს შენი პარტიის. ეს გიხაროდეს და თვლიდე, რომ ქართველი ხალხი იტყვის, ძლივს არ იპოვეს ისეთი სახე, რომელსაც შეიძლება მხარი დაუჭირო და გაყვეო?! ჩვენი პარტიისთვის შეიძლება კარგია, როდესაც ოპონენტი ასე კომიკურად გამოიყურება, მაგრამ საქართველოს მომავლისთვისაა ცუდი, რომ არ ყალიბდება რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ყრილობამდე, მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარე ნანუკა ჟორჟოლიანი ხდება. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჟორჟოლიანმა პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრები უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები