ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის საჰაერო ძალებმა სამხრეთ ლიბანში, ნაბატიეს პროვინციაში, შიიტური „ჰეზბოლას“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა,- ეს მონაცემები მთავრობის საგანგებო შტაბის ანგარიშშია მოყვანილი.
„ჰარუფის სოფელზე საჰაერო თავდასხმის შედეგად რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აშ-შარკიაში საჰაერო თავდასხმის დროს სახლი დაინგრა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კფარ სირზე თავდასხმის დროს კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა“, – ნათქვამია ტექსტში.
კიდევ ერთი დაღუპული, სავარაუდოდ, “ჰეზბოლას” წევრია, რომელიც დუვეირში, ისრაელის დრონის მოტოციკლზე თავდასხმის დროს გარდაიცვალა.