დაცული ტერიტორიების სააგენტო „საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პარტნიორი გახდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ოთარ ედიშერაშვილმა, „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პრეზიდენტმა ელენე ოთარაშვილმა და „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ დირექტორმა ნიკოლოზ სირაძემ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმი მიზნად ისახავს ტურიზმის სფეროს მხარდაჭერასა და საქართველოს ბუნებრივი და ეკოტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია თანამშრომლობა ეკო და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების, დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ერთობლივი საინფორმაციო აქტივობების განხორციელების მიმართულებით.