გორდულაძე: სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარე მმართველობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი

“სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარე მმართველობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი არამხოლოდ სისტემური და სისტემატური მწამებლური რეჟიმის შემქმნელია, არამედ ახლა საპატიმრო დაწესებულებიდან მაოხრებელ გზირად არის გადაქცეული

„დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი არამხოლოდ სისტემური და სისტემატური მწამებლური რეჟიმის შემქმნელია, არამედ ახლა საპატიმრო დაწესებულებიდან მაოხრებელ გზირად არის გადაქცეული, რომელიც დროს არ კარგავს, რომ თავისი განცხადებებით დააზიანოს საქართველოს ინტერესები, მოსახლეობის მომავალი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარე მმართველობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. მისი თითოეული განცხადება მცდელობაა, რომ როგორმე საქართველოს მომავალი ჩამოინგრეს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის პარტია გაუქმდეს, რომელსაც მართავს უცხო ქვეყნის მოქალაქე, დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და არაფრად დაგიდევს ადამიანის უფლებებს, საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა:

„ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ჩვენთან ასეთი თამაშები და ტრიუკები, დიდი ხანია აღარ გადის, არც უცხოეთი ჭამს ამას. ეს ორ სკამზე ჯდომა ივანიშვილს და ქიციც ვიცი და ქიცმაცურიც, ამერიკელებთან ეს თამაში აღარ გავა, როგორც კი ხედავენ ამერიკელები, რომ მათ ეთამაშებიან, ისინი ძალიან ცუდად პასუხობენ. ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ., იმიტომ რომ ამერიკა აქ არის იმისთვის, რომ რუსეთი აქ არ იყოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები