თენგიზ შარმანაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თუ ნეიტრალური ხარ, უკვე მტერი ხარ, ეს არის მათი თამაშის წესები – წარმოუდგენელია ევროკავშირის განვითარების ამ დონემდე მისვლა

“თუ ნეიტრალური ხართ, უკვე მტერი ხართ. რომ დაიმსახურო მათი შექება, უნდა იყო მათი პირდაპირი ხაზის გამტარებელი,” – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის მათი თამაშის წესები და სამწუხაროდ, აქამდე მივიდა განვითარების ბოლო ეტაპზე ევროკავშირი, რაც წარმოუდგენელია. თუ ნეიტრალური ხართ, უკვე მტერი ხართ. რომ დაიმსახურო მათი შექება, უნდა იყო მათი პირდაპირი ხაზის გამტარებელი“, – აცხადებს შარმანაშვილი.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. ანგარიშში საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები