კახა კალაძე გედევან ფოფხაძეზე: გამიხარდებოდა თუ დარჩებოდა უმრავლესობაში

მე გამიხარდებოდა თუ დარჩებოდა უმრავლესობაში, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის თაობაზე გუშინდელ განცხადებას.
„გუშინ მოვისმინე განცხადებები, რომ ბოლომდე არ აქვს გადაწყვეტილი. მე გამიხარდებოდა, თუ დარჩებოდა უმრავლესობაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ წევრი გედევან ფოფხაძე, ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდის წევრად არჩევის გამო, უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ ფოფხაძემ ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები