ბესელია ფოფხაძის გადაწყვეტილებაზე: ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელი იყო

ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან კენჭისყრის შემდეგ, ფოფხაძემ დარბაზი სწრაფად დატოვა და მისი პოზიციის შესახებ არ ვიცოდი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
„ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან კენჭისყრის შემდეგ, ფოფხაძემ დარბაზი სწრაფად დატოვა და მისი პოზიციის შესახებ არ ვიცოდი. მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება მაფიქრებინებს, რომ მისთვის გადაწყვეტილების მიღება ემოციურად რთული იყო, მაგრამ გადაწყვეტილება ჩვენთან ერთად უნდა გააანალიზოს და ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით, უმრავლესობას გადაწყვეტილება უმრავლესობით არ მიუღია. “გედი განსაკუთრებული მორალური ღირებულებების მქონე ადამიანია. ასეთი ადამიანი ცოტაა არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში. ასეთი ფასეულობების მქონე ადამიანი იშვიათია. პირველივე დღიდან არის არამხოლოდ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, არამედ ამ გუნდის გამორჩეული ლიდერი. მგონია, რომ საკუთარ პოზიციას გადახედავს, რადგან შედეგები ვნახეთ, რომ ნინია კაკაბაძეს მხარი უმრავლესობის უმრავლესობამ არ დაუჭირა. უმრავლესობას გადაწყვეტილება უმრავლესობით არ მიუღია, თუ არ ვცდები, კენჭისყრაში უმრავლესობის 39 წევრი მონაწილეობდა, რაც უმრავლესობა არ არის. გედი ჩემი მეგობარია და ჩემი მეგობარი იქნება ხვალაც, მაგრამ ახლა პოლიტიკურ პროცესზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. მიზეზი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები