ვლადიმერ პუტინი ერდოღანის მიწვევით თურქეთში იმყოფება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის დედაქალაქში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. მარტში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ეს პუტინის პირველი უცხოური ვიზიტია და ის თურქეთის პრეზიდენტის მოწვევით მიმდინარეობს.
ვიზიტი, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის, საძირკველის ჩაყრის ცერემონიით დაიწყება. ამის შემდეგ კი, ორი ქვეყნის უმაღლესი თანამშრომლობის საბჭოს სხდომა დაიწყება, რომლის შედეგების მიხედვით, მხარეები რამდენიმე დოკუმენტს მოაწერენ ხელს და პრეს-კონფერენციას გამართავენ.
ოთხშაბათს ანკარაში რუსეთის, თურქეთის და ირანის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.