ლონდონში 17 წლის გოგო მოკლეს

ჩრდილოეთ ლონდონში, ქალაქ ტოტენჰემში, 17 წლის გოგონა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, 16 წლის ბიჭი კი დაჭრეს, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
რამდენიმე დღით ადრე, უოლტემსტოუს ტერიტორიაზე, მოკლული 15 წლის ბიჭები აღმოაჩინეს, რომლებსაც დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.
პოლიცია მომხდარი ფაქტების ერთმანეთთან კავშირს უარყოფს, თუმცა დეტალებზე არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებენ.
როგორც ადგილობრივი სამართალდამცველები აცხადებენ, ლონდონში კრიმინალური დანაშაულები გახშირდა და მის მოსაგვარებლად მთავრობამ და ხელისუფლებამ ყველანაირ ზომას უნდა მიმართოს.
ტოტენჰემში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ადგილობრივი მცხოვრები, რომლის სახელს და გვარს „BBC“ არ ასახელებს, აცხადებს, რომ “ქალაქში უკვე 40 წელია ვცხოვრობ, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი, ქალაქი უსაფრთხო აღარა, აქ ბევრი ნარკოტიკი, მკვლელობები და სრული ქაოსია“.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სამართალდამცველებს, მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები