ბანგკოკში, ერთ-ერთ შენობაში გაჩენილ ხანძარს, მსხვერპლი მოჰყვა

ბანგკოკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 60 დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ხანძრის შედეგად დაშავებული ადამიანები საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
ხანძარი, ადგილობრივი დროით, 2:30 საათზე გაჩნდა, მისი ლოკალიზება მეხანძრეებმა უკვე მოახერხეს.
ხანძრის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის ხელისუფლებამ დროებითი საცხოვრებელი ადგილი უკვე გამოყო.
პოლიციამ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები