ნატო რუსეთის იმ დიპლომატებს, რომლებსაც გაძევებულების ადგილი უნდა დაეკავებინათ, ვიზებს არ აძლევს

რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ნატო-მ უარი განაცხადა, გასცეს ვიზები იმ რუსი დიპლომატებისთვის, რომლებიც გაძევებულები დიპლომატების ადგილზე უნდა დანიშნულიყვნენ. ნატოში განაცხადეს, რომ არ გასცემენ ვიზებს რუსეთის ფედერაციის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ბრუსელის წარმომადგენლობაში სამუშაოდ უკვე ემზადებოდნენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.
„დიახ, ნამდვილად, შვიდი ადამიანი გამოცხადდა არასასურველ პირად და ბრუსელში განაცხადეს, რომ ვიზებს არ მისცემენ კიდევ სამ ჩვენს თანამშრომელს“-აღნიშნა გრუშკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები