ქუვეითში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ქუვეითში 2 ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე პოლიცია და სამაშველო ეკიპაჟი დროულად მივიდა, მათ 4 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, რომლებიც შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთ ავტობუსს „Kuwait Oil Company“-ს თანამშრომლები გადაყავდა.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო, როგორც სამართალდაცველები აცხადებენ, ინციდენტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები