მექსიკის ციხეში, ბუნტის დროს, 7 პოლიციელი დაიღუპა

აღმოსავლეთ მექსიკაში მდებარე ერთ-ერთ ციხეში, ბუნტის ჩახშობის დროს, 7 პოლიციელი დაიღუპა. ინფორმაციას „Foxnews“-ი ავრცელებს.
ვერაკრუზის შტატის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ „La Toma“-ს ციხეში სამართალდამცველები წესრიგის აღდგენასა და იმ პატიმრების გამოყვანას ცდილობდნენ, რომლებმაც ციხეში ბუნტი მოაწყვეს და პოლიციის მოთხოვნებს მკაცრად ეწინააღმდეგებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრებმა, ბუნტის დროს, ცეცხლი სხვადასხვა ნივთს წაუკიდეს და როგორც ადგილობრივი სამართალდამცველები აცხადებენ, შესაძლოა, პოლიციელები კვამლით გაიგუდნენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია.
სამართალდამცველები ბუნტის მიზეზს არ ასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები