ღია წერილი ზაზა სოფრომაძეს: წყეული ეკა ზღულაძე ან ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაიაც თქვენს უწყებაში „შემოიხუნეთ“

„რატომ უუქმებენ თქვენი ჩაფრები სოციალურ დახმარებას ყოველი არჩევნების წინ მაინცდამაინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს“, – ამ სიტყვებით მიმართავს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს.
გამოცემა დღევანდელ ნომერში ზაზა სოფრომაძეს ღია წერილით მიმართავს:
„ერთი სიტყვით, საქმე გვაქვს ანომალიასთან თუ „ვანომალიასთან“ – ვანო მერაბიშვილი ციხეშია, მაგრამ მის მიერ შექმნილ კაცის კაცებსა თუ ბიზნესსქემებს სულ გუგუნი გასდით! მომკლედ, ისევ ვანო და ვანოს ხელისბიჭები და რა შუაშია აქ სერგეენკო, ვერაფერი გამიგია!
კიდევ ერთხელ გიმეორებთ: ბატონო ზაზა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ უნდა უპასუხოთ პრინციპულ შეკითხვას- რატომ უუქმებენ თქვენი ჩაფრები სოციალურ დახმარებას, ყოველი არჩევნების წინ, მაინცდამაინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და რატომ განაგებს სამინისტროს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტს კნეინა მარი წერეთელი, რომელიც სააკაშვილის ზონდერუსტაბაშ ირაკლი გიორგობიანის ასინეთად მუშაობდა?
თუ ყველაფერი სულერთია და ადამიანის წარსულს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ ადექით და მერაბიშვილის მოადგილე, წყეული ეკა ზღულაძე ან ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაიაც თქვენს უწყებაში „შემოიხუნეთ“, – სადაც თქვენ და წერეთელი – იქაც ისინი!
ისე ისიც საინტერესოა, ნინო ბურჯანაძეს ამ მთავრობაში პარტიიდან რისთვის გამოექეცით – სააკაშვილის აგენტების დირექტორად რომ დაგეწყოთ მუშაობა?
არ ხართ თქვენ კარგი კაცი, ბატონო ზაზა! „ – ნათქვამია „ასავალ-დასავალის“ მიმართვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები