ინდოეთში სასტუმროს ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
ინდოეთის ცენტრალურ ნაწილში 4-სართულიანი სასტუმრო ჩამოინგრა, შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა.
ინციდენტის ადგილზე მობილიზებულმა მაშველებმა, შენობის ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებში იმყოფება.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შენობის ნგრევა ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთის წარმომადგენლების განცხადებით, სამშენებლო კომპანიები უხარისხო მშენებლობას აწარმოებენ, მათზე კონტროლი კი გამკაცრებული არ არის.