მოკრივე ლაშა გურული ევროპის ჩემპიონი გახდა

რუმინეთში, ახალგაზრდებს შორის მიმდინარე ჩემპიონატზე, რუსთაველი მოკრივე ლაშა გურული 64კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ლაშა გურული ფინალში თურქ ერდემირ თურგულანს დაუპირისპირდა.
რუსთაველი სპორტსმენის მხარდასაჭერად, მერიის წინ მდებარე მოედანზე, სადაც დიდ ეკრანზე ბრძოლის პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა, სპორტსმენის მეგობრები, ოჯახის წევრები, ქალაქის ხელმძღვანელი პირები და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ლაშა გურული, საქართველოს ნაკრების სხვა წევრებთან ერთად, საქართველოში ხვალ დილით დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები