ინდოელ ჟურნალისტს, ტრეფიკინგის ბრალდებით, 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ინდოელი ჟურნალისტი, რომელმაც 8 ადამიანს ყალბი დოკუმენტები დაუმზადა, შესაძლოა, ტრეფიკინგის ბრალდებით გაასამართლონ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტის მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტებით მოსარგებლე 8 ადამიანი, ავსტრალიის ტერიტორიაზე შესვლას ბანგკოკის გავლით ცდილობდა, თუმცა პოლიციელებმა მათ დოკუმენტებში უზუსტობები აღმოაჩინეს და ავსტრალიელ სამართალდამცველებს შეატყობინეს.
როგორც პოლიცია აცხადებს, ინდოელი ჟურნალისტი რაქიშ შარმა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ცრუ ინფორმაციას აწვდიდა და ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა.
ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყეს, როგორც ისინი აცხადებენ, შემდეგი სასამართლო მოსმენა 6 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები