საფრანგეთში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მძიმედ დაჭრეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რაჰიმ ნამაზოვი, რომელმაც საფრანგეთში თავშესაფარი მიიღო, უცნობების მიერ სროლის შედეგად მძიმედ არის დაჭრილი.
ინციდენტი საფრანგეთის დროით, დილის 9 საათზე ტულუზის მახლობლად მოხდა. თვითმხილველების გადმოცემით, იმ ავტომანქანას, რომელსაც რაჰიმ ნამაზოვი მართავდა, სხვა ავტომობილი გაუსწორდა, იქიდან კი ჟურნალისტის მიმართ რვა გასროლა განხორციელდა.
ინციდენტის შესახებ ტელეარხი „ფრანს 3“ და სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„მამაკაცი ზურგში მძიმედ არის დაჭრილი. მის მეუღლეს ტყვია თავის არეში მოხვდა. მოგვიანებით ჟურნალისტის მეუღლე საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – აცხადებს ტელეარხი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ავტომობილი, რომლისგანაც ცეცხლი გახსნეს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
რაჰიმ ნამაზოვი ტულუზაში 2010 წლიდან ცხოვრობს. მანამდე ის აზერბაიჯანში დაპატიმრებულიც იყო და მუქარებს იღებდა. მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივი პროკურორი განცხადების გაკეთებას რამდენიმე საათში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები