ტაილანდში ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა – არიან დაღუპულები

ტაილანდში ავტობუსს, რომელსაც მიგრანტები გადაყავდა, ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „Early Times”-ი ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი სამართალდამცველები აცხადებენ, ავტობუსში 48 ადამიანი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს დაშავებული 27 ადამიანი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტი, ადგილობრივი დროით, 1:25 საათზე მოხდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები