აშშ-ის გენერალურ საკონსულოს რუსეთში, დიპლომატიური ნომრებიანი ავტომობილები ტოვებენ

„რია ნოვოსტის“ კორესპოდენტის ცნობით, ავტომობილებმა, დიპლომატიური ნომრებით, დაიწყეს პეტერბურგში აშშ-ის გენერალური საკონსულოს ტერიტორიის დატოვება.
ოთხი “ყველგანმავალი” დიპლომატიური ნომრებით გავიდა საკონსულოს შიდა ეზოდან, რომელიც ფურშტატის ქუჩაზე მდებარეობს.
საკონსულოს შენობიდან დაიწყეს ყუთების, პარკების და ავეჯის გატანა. შეკრებილები, მედიის, ტელე და ფოტო კამერების თანხლებით, ნივთებს ათავსებდნენ ავტომობილებში, რომლებიც შემდგომ ეზოდან გადიოდნენ. ამას გარდა, პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ყავით სავსე ჭიქა ესროლა საკონსულოს შენობას. ის უცენზურო გამონათქვამებს ყვიროდა და მოუწოდებდა ამერიკელ დიპლომატებს, მალე დაეტოვებინათ რუსეთი და ჩამოეხსნათ ამერიკული დროშა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები