გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის გამო სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება

დღეიდან, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის გამო სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ახოსპირელის ქუჩას, ასევე ლერმონტოვის ქუჩას აბო თბილელის ქუჩის კვეთიდან დადიანის ქუჩის კვეთამდე.
შეზღუდვის მიზანია ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოების დაცვა”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები