ადვოკატი: 13 წლის მოზარდზე თავდამსხმელი უცხო ქვეყნის მოქალაქე შეურაცხადია

მამაკაცს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა პოლიციის განყოფილებაში სახაზინო ადვოკატი გიორგი მდინარაძე შეხვდა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამედციცინო ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, რადგან მისი ვერსიით, დაკავებული შეურაცხადია.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან გასაუბრება ფაქტობრივად ვერ შედგა, რადგან მას სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს. ის მგონია, რომ არის შეურაცხადი,” – აცხადებს ადვოკატი გიორგი მდინარაძე.

ბავშვის ახლობლების ინფორმაციით კი, 13 წლის ბავშვი ყვება, რომ მამაკაცს, რომელიც ლიფტში თავს დაესხა, ეშმაკები ელანდებოდა. ამ ეტაპზე სამართალდამცველები ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან.

13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მკურნალობას ნევროლოგიურ დეპარტამენტში ტვინის შერყევის დიაგნოზით განაგრძობს. ასევე, მიმდინარეობს მკურნალობა თვალზე და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გუშინ თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები