კახა კალაძე ქალაქის გენგეგმის განხილვაზე: ჩემი შეცდომა იყო, რომ ყოფილი ოპონენტები მოვიწვიე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ის ნანობს, რომ ქალაქის გენგეგმის განხილვაზე ოპოზიცია დაპატიჟა.
კახა კალაძის თქმით, გენგემის განხილვაზე სფეროს სპეციალისტები ჰყავდა მიწვეული, ოპიზიციამ კი ვიწრო პარტიული ინტერესები გამოავლინა.

“ჩემი მისვლა აუცილებელი არ იყო გენგეგმის დღევანდელ განხილვაზე. მე არც ურბანისტი ვარ და არც არქიტექტორი. ჩვენ შეხვედრა, რომელიც გავაკეთეთ, როცა მერიის ინიციატივით მოხდა შეხვედრის გაკეთება, იქაც არ ვაპირებდი კომენტარის გაკეთებას. იქ მოწვეული გვყავდა ურბანისტები, არქიტექტორები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, სხვადასხვა არასამთავრობოები, გამოცდილი და ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებსაც ძალიან ბევრი გაუკეთებიათ ჩვენი ქალაქისთვის. მინდოდა, რომ პროფესიულ ჭრილში წასულიყო მსჯელობა. წარმოგვედგინა ჩვენი მსჯელობა. შეიძლება მერიაც ცდება რაღაცაში, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მოგვცეს იქ მოპატიჟებულებმა.ეს ალბათ ჩემი შეცდომაც იყო, მე დავპატიჟე, პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რომ ჩემი ყოფილი ოპონენტები მომეწვია. ძალიან ნათლად გამოჩნდა, როგორ გამოიყენეს მათ ჩვენი ჰუმანურობა, გამოჩნდა მათი რეალური სახე, რომ მათ სურთ ყველაფერი ვიწრო პარტიულ ინტერესში გაატარონ და ქალაქის ინტერესები საერთოდ არ აინტერესებთ, მაგრამ როგორც არ უნდა მოიქცნენ, კიდევ ერთხელ პირობას ვდებ, რომ დედაქალაქს ექნება ხარისხიანი გენერალური გენგეგმა”, – განაცხადა კახა კალაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვას სასტუმრო „ბილტმორში“ ხმაურის ფონზე წარიმართა. დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა თბილისის მერია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ სასამართლო მოუწყვეს დოკუმენტის ავტორებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები