იემენში, “ალ-ქაიდას” წევრი ტერორისტების თავდასხმას, მსხვერპლი მოჰყვა
იემენში ტერორისტული დაჯგუფება “ალ-ქაიდას” წევრების მიერ განხორციელებულ თავდასხმას, 9 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფორმაციას “Reuters”-ი ავრცელებს.
იემენის ოფიციალური პირების განცხადებით, ორმხრივი სროლის შედეგად, “ალ-ქაიდას” 5 მებრძოლი დაიღუპა.
როგორც ადგილობრივი სამხედრო დანაყოფის მეთაური აცხადებს, თავდასხმის შედეგად, 4 სამხედრო დაიჭრა, რომლებიც საავადმყოში გადაიყვანეს.
თავდასხმის მიზეზი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ იემენში 2014 წლიდან, საუდის არაბეთის მიერ შექმნილი არაბული კოალიცია, პრეზიდენტ ალ აბდალა სალეჰის მხარდამჭერი სამხედრო შენაერთებისა და ამბოხებული ხუსიტების წინააღმდეგ, საბრძოლო ქმედებებს ახორციელებს.