ეკა ბესელია: რუსი დიპლომატების გაძევება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია

დიპლომატების გაძევება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ არის დაწყებული, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი სახის პერსონალური გადაწყვეტილებები, რაც საერთო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნაწილია, უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია.

„დიპლომატების გაძევება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ არის დაწყებული, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მისამართით სანქციებს იყენებენ. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაცია ასეთ სანქციებს მიმართავს, მაგრამ ასეთი სახის პერსონალური გადაწყვეტილებები, რაც საერთო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნაწილია, არის უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი“, –განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, საქართველოს გადაწყვეტილება, ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ, საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია.

„ალბათ, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი შედეგი და, როგორც წესი, არ რჩება ხოლმე შედეგის გარეშე“, –აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსნებეთ, რომ საქართველო, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს, ქვეყნიდან აძევებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები