მერაბ ქვარაია: მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, ვიდრე ასეთი მავნებლური შავი პიარის კამპანია

უმრავლესობის წევრი, მერაბ ქვარაია “ევროპული საქართველოს” წევრის გივი თარგამაძის ბრალდებებს შავი პიარის კამპანიას უწოდებს.

“გივი თარგამაძე და ის ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში მონიპოლიზირებული ჰქონდათ კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის სისტემაზე, ვერ ეგუებიან გავლენის დაკარგვას და თავისუფალი, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას. სწორედ ამის შედეგია ლოგიკასმოკლებული ცილისმწამებლური თავდასხმები, რომლითაც ნაც.მოძრაობა და პირადად გივი თარგამაძე ყოველთვის გამოირჩევა. დღეს მათ ფავორიტ ფირმებს, როგორიც “ბლექსი გრუპი” და მათ უკან მდგომი ბიზნეს ინტერესებია, სხვა არაფერი დარჩენიათ, ვიდრე ასეთი მავნებლური შავი პიარის კამპანია და ბრძოლაა გავლენის სფეროების დასაბრუნებლად, რაც არასდროს არ მოხდება”,- აცხადებს ქვარაია.

“ევროპული საქართველოს” წევრი გივი თარგამაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტს კორუფციულ საქმიანობაში ადანაშაულებს. როგორც გივი თარგამაძემ განაცხადა, კორუფციული გარიგებები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ხელშია. მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სქემა გზის მშენებლობისა და საფარის დაგებას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები