ვანო ზარდიაშვილი: გიორგი ვაშაძე ვიწრო პოპულისტური მიზნებით წინააღმდეგობაში მოდის ქალაქის მერთან

“შეგახსენებთ, დღემდე ვერც ერთმა ქალაქის მერმა და საკრებულომ, მათ შორის იმ ხალხმა ვინც კახის აკრიტიკებს ვერ შეძლეს გენერალური გეგმის შემუშავება და დამტკიცება. რაც თავისთავად ხაზს უსვამს რომ მათ ამის პოლიტიკური ნება არასოდეს ჰქონიათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის ქმედებები, ვიწრო პოპულისტური მიზნებით წინააღმდეგობაში მოდის კახა კალაძესთან.
“ყველას კარგად გვახსოვს გიორგი ვაშაძე თბილისის მერობის კანდიდატი იყო, რა თქმა უნდა, მას უნდა ქონდეს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა თბილისის და თბილისელების წინაშე, რასაც მე ვერ ვატყობ, ამას მარტივი მაგალითი გვიჩვენებს- წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, მან თავისი საარჩევნო პლაკატებით დაბინძურებული დატოვა მთელი ქალაქი, მაშინ როდესაც ვალდებულება აქვს არჩევნების შემდეგ აუცილებლად ჩამოხსნას და დაასუფთაოს თავისივე საარჩევნო მიზნებისთვის გაკრული პლაკატები/შესაბამისად ქალაქი. ამის მაგივრად წინააღმდეგობაში მოდის ვიწრო პოპულისტური მიზნებით ქალაქის მერთან კახი კალაძესთან, რომელიც 24-საათიან სამუშაო რეჟიმში მუშაობს თბილისის განვითარებისთვის, რიგითი თბილისელებისთვის უკეთესი პირობების შექმნისთვის. შეგახსენებთ დღემდე ვერც ერთმა ქალაქის მერმა და საკრებულომ, მათ შორის იმ ხალხმა ვინც კახის აკრიტიკებს ვერ შეძლეს გენერალური გეგმის შემუშავება და დამტკიცება. რაც თავისთავად ხაზს უსვამს რომ მათ ამის პოლიტიკური ნება არასოდეს ჰქონიათ! ხოლო ახლა როდესაც გენგეგმის დამტკიცების ბოლო ფაზა იწყება ვხედავთ ვითომ გულანთებულ ჩვენი ქალაქის პატრიოტებს რომლებიც იმაზე საყვედურობენ კახის რაც თვითონ შეძლეს და ზუსტად იციან, რომ კალაძე მანდაც გოლს გაიტანს თბილისის და თბილისელების სასიკეთოდ!”,-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები