57 წლის მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ გუგუთიანკარში უკვე მესამე დღეა 57 წლის მამაკაცს – ლექსო გუგუტიშვილს ეძებენ. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ლექსო გუგუტიშვილი სახლიდან საკუთარ ბაღში გავიდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. ოჯახის ვერსიით, იგი საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა. ამ დრომდე მათ ცხინვალიდან არავინ დაჰკავშირებია.