მალიში მდებარე სასტუმროში შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
მალიში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ოთხმა მამაკაცმა თავდასხმა განახორციელა, შედეგად სასტუმროს დაცვის წევრი დაიღუპა, 2 მოქალაქე კი დაიჭრა. ინფორმაციას “Foxnews”-ი ავრცელებს.
როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა განახორციელეს, რადგან რამდენიმე დღით ადრე, პრემიერ-მინისტრმა “ისლამური სახელმწიფოს” განადგურების პირობა დადო. თუმცა, ამ დრომდე, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.
შეგახსენებთ, რომ მალიში მდებარე დოგონის რეგიონი ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილი იყო, რომელმაც კურორტის ფუნქცია ჯიჰადისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ დაკარგა.