“საქართველომ, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის გაშვებით, ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობა გამოხატა”

„საქართველომ, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის გაშვებით, დიდი ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობა გამოხატა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველო-ბრიტანეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო ქაცარავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ, ამ ნაბიჯით მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა დიდ ბრიტანეთს, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, მან საქართველო 7 დღის ვადაში დატოვოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები