“ჩვენი ქვეყანა მეტ ყურადღებას დაუთმობს ხარისხის განვითარებას და უსაფრთხოების კომპონენტს ტურიზმის სექტორში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე, ტურიზმის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ხარისხის განვითარებას და უსაფრთხოების კომპონენტს ტურიზმის სექტორში.
„მაღალტექნოლოგიური სეგმენტის მიზნობრივად გაძლიერებას და განვითარებას აუცილებლად მოჰყვება მაღალშემოსავლიანი ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა უფრო და უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ხარისხის განვითარებას და ასევე, უსაფრთხოების კომპონენტს ტურიზმის სექტორში, რაც დამეთანხმებით, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები