“საქართველოდან რუსი დიპლომატის გაშვება ბრიტანეთისთვის სოლიდარობის დასტურია”

„ეს ფაქტი ცალსახად მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვაა კონკრეტულად ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯისადმი”, -ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოდან რუსი დიპლომატის გაშვებას. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის პარტნიორისთვის მხარდაჭერის გამოხატვა მნიშვნელოვანია.
“საქართველოს მხრიდან რუსი დიპლომატის გაშვება ამ სოლიდარობის დასტურია. ჩვენი პარტნიორების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ნაბიჯიც ამ სოლიდარობის დასტურია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოდან აძევებს და ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.
მათივე ცნობით, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები