გუგული მაღრაძე: სექსუალური შევიწროების ფაქტები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ამის თქმის გამბედაობა ქალებს არ ჰქონდათ

“სექსუალური შევიწროების ფაქტები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ამის თქმის გამბედაობა სხვადასხვა გარემოების გამო, ქალებს არ ჰქონდათ”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გუგული მაღრაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სექსუალური შევიწროების კანონმდებლობაში ასახვაზე და სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა საკანონმდებლო ინიციატივა იყოს ამ თემაზე, რადგან არ მოხდეს არსებული კანონის ორმაგად წაკითხვის შესაძლებლობა.
“სექსუალური შევიწროების ფაქტები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ამის თქმის გამბედაობა სხვადასხვა გარემოების გამო, ქალებს არ ჰქონდათ. ჩვენთან შრომის კანონმდებლობაში წერია შევიწროების შესახებ, თუმცა იქ არაა კონკრეტულად სექსუალურ შევიწროვებაზე საუბარი. ამიტომ შესაძლებელია საკანონმდებლო ინიციატივა იყოს ამაზე, რადგან არ მოხდეს არსებული კანონის ორმაგად წაკითხვის შესაძლებლობა. გამოიკვეთა ისიც, რომ დაემატება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სექსუალური შევიწროების ფაქტები, რაზეც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იქნება კანონდამრღვევი ადამიანებისთვის. ქალი უნდა იყოს კანონით დაცული”,-განაცხადა გუგული მაღრაძემ.
უმრავლესობის წარმომადგენელმა, ქალთა ქვოტირებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი დღესდღეობით საჭირო აღმოჩნდა. მისივე განმარტებით, ქალის და მამაკაცის განსხვავებული საჭიროებები გადაწყვეტილებებში უნდა იყოს ასახული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები