გუგული მაღრაძე: ჟენევის ფორმატი იქამდე შენარჩუნდება, სანამ საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაიბრუნებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟენევის მოლაპარაკებების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ფორმატში წლების განმავლობაში რაიმე წინსვლა არ ყოფილა, თუმცა მისივე განმარტებით, ეს ერთადერთი ოფიციალური საშუალებაა, რომლის დახმარებითაც რუსეთის წარმომადგენლებს საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად ვხვდებით.
ამასთან ერთად, გუგული მაღრაძის თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატიც უნდა შენარჩუნდეს.
“ჟენევის მოლაპარაკებებში ამ წლების განმავლობაში რაიმე წინსვლა არ ყოფილა, თუმცა აღნიშნული ფორმატი უნდა შენარჩუნდეს, ესაა ერთადერთი ოფიციალური ფორმატი, სადაც ვხვდებით რუსეთის წარმომადგენლებს საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად. აბაშიძე-კარასინის ფორმატს რაც შეეხება, მას სხვა დანიშნულება აქვს, სადაც ჰუმანიტარულ და სხვა საკითხებზე მიმდინარეობს საუბარი, ხოლო ჟენევის ფორმატი ოფიციალურია და შენარჩუნდება იქამდე, სანამ საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაიბრუნებს”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ. უმრავლესობის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დუნდუას ჟენევაში მუშაობის გაგრძელების ან საბერძნეთში ელჩად გაგზავნის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ყოველივე მთავრობის გადასაწყვეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები