აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღით 16 წლის გოგონა მოკლეს
აშშ-ში ქალაქ გრინსბოროში, 27 წლის ქალმა, ცეცხლსასროლი იარაღით, 16 წლის გოგონა მოკლა. ინფორმაციას “Fox8” ავრცელებს.
“ის ყოველთვის ცდილობდა მეგობრების დახმარებას, სამართლიანი იყო და სწორედ ამიტომ დავმეგობრდით”, – განაცხადა დაღუპული გოგონას მეგობარმა.
პოლიციაში სროლის შესახებ ინფორმაცია, ადგილობრივი დროით, 09:08 საათზე შევიდა.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, 27 წლის ერიკა მორჰედი პირველი ხარისხის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
პოლიციამ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. ამ დრომდე მკვლელობის მიზეზი უცნობია.