კემეროვოში მომხდარი ხანძრის გამო სავაჭრო ცენტრის მმართველი დააკავეს

კემეროვოს რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის საქმის ფიგურანტს – ცენტრის მმართველს ნადეჟდა სუდენოკს. ის პატიმრობაში 25 მაისამდე იქნება. დაკავებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისი ადვოკატები შინაპატიმრობის დაწესებას ითხოვენ.

მოსამართლემ დაკავების ორდერი გასცა საქმის კიდევ ერთი ფიგურანტის მიმართ. ეს დაცვის სამსახურის თანამშრომელი სერგეი ანტიუშინია, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ხანძრის დაწყების შემდეგ სიგნალიზაცია გამორთო. ის აცხადებს, რომ სისტემა გაუმართავი იყო და მთელი სამი წლის განმავლობაში პერიოდულად ითიშებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ტრაგიკული საქმის კიდევ სამი ფიგურანტი ელის, მათ შორის შენობის მფლობელი კომპანიის ტექნიკური დირექტორი, თანამრომელი და იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც სახანძრო სიგნალიზაციის ემსახურებოდა.
შეგახსენებთ, ხანძარი კემეროვოს ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრში კვირას მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 64 ადამიანი, მათ შორის 41 არასრულწლოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები