კონკურსის – „თარგმნილი პიესა 2018“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის – „თარგმნილი პიესა 2018“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
I პრემია – თამაზ გოდერძიშვილი – ანტონ ჩეხოვი „დათვი“;
II პრემია – მაია ჯაფარიძე, ციცინო კობიაშვილი – შოდერლო დე ლაკლო „სახიფათო კავშირები“;
III პრემია – ნანა სამჭკუაშვილი – ჟან ჟაკ ბრიკერი, მორიგ ლაზაიგი „და შენი და? … “.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე უძღვებოდნენ.
თუმანიშვილის ფონდმა პროექტი – ახალი დრამატურგია, 2006 წელს დაიწყო. პროექტი ორი კონკურსისაგან შედგება – „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა“. კონკურსები ყოველწლიურია და მონაცვლეობით ტარდება.
სამ გამარჯვებულს, რომელიც 12 პიესიდან შეირჩა, ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი, „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცათ.
კონკურსი „თარგმნილი პიესა 2018“, წელსაც, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონკურსის მიზანი, ქართულ თეატრალურ სივრცეში თანამედროვე პიესების ახალი თარგმანის შემოტანა, ავტორების წახალისება და, ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა. ქართულ თეატრალურ სამყაროს უკვე 500 ზე მეტი ახალი პიესა შეემატა.
წელს, თუმანიშვილის ფონდს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდება. ფონდი, 1998 წელს, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მანანა ანთაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები